რეფლექსია

                                 
                                                პროექტის რეფლექსია  
     
თაა         მუშაობის დაწყებამდე დავადგინე მოსწავლეთა ცოდნა,საჭიროებები.ვესაუბრე,თუ რა გავლენას ახდენს უმართებულო სიტყვების გამოყენება ქართულ ენაზე და რატომაა საჭირო ენის სიწმინდის დაცვა.მეტი მოტივაციისთვის ვაჩვენე მე-20 საუკუნის 70-იან წლებში განვითარებული მოვლენების ამსახველი დოკუმენტური მასალა.
     პროექტის მიზნის გაცნობის შემდეგ კლასი დავაჯგუფე თანაბარი შესაძლებლობების მიხედვით.ვფიქრობ,სწორედ ეს იყო პროექტის წარმატების წინაპირობა.თითოეული ჯგუფის დავალება მათ შესაძლებლობებზე იყო გათვლილი.ყველა მათგანს ქონდა ინდივიდუალური სამუშაო,რაც საბოლოოდ ჯგუფის წევრებთან ერთად ჯამდებოდა.მოსწავლეებისთვის საკმაოდ საინტერესო და ხალისიანი აღმოჩნდა მუშაობა.ვხედავდი,რამდენად იყვნენ მონდომებულები.გარდა ინფორმაციის მოძიებისა,ატარებდნენ გამოკითხვებს სკოლაში,ქუჩაში,იძიებდნენ ენის დარღვევის შემთხვევებს მედიასივრცეში,სოციალურ ქსელებში,იწერდნენ თანატოლების მეტყველებას და უსწორებდნენ შეცდომებს,ეწვიენ ენათმეცნიერების ინსტიტუტს და მოამზადეს მასალა.მათ მუშაობას მუდმივად თვალს ვადევნებდი,ვაძლევდი მითითებებს, რჩევებს,ვამოწმბდი სამუშაო ჟურნალებში ჩანაწერების ხარისხს.ინტერვიუსთვის მივაწოდე დოკუმენტი- ,,ინტერვიუს ეტიკეტი’’, რომელიც დაეხმარა, სწორად წარემართათ ინტერვიუ.ყველაზე აქტიური აღმოჩნდა ჯგუფი,რომელსაც სააგიტაციო პლაკატები და ბროშურები უნდა დაემზადებინა.არჩევდნენ დიზაინს,კამათობდნენ და მეტად საინტერესო,დამაჯერებელი პროდუქტი შექმნეს.ბროშურების გავრცელებაში მთელი კლასი ჩაერთო.შთამბეჭდავი იყო სკოლაში მათი გავრცელება.სხვა კლასის მოსწავლეები კითხულობდნენ,ერთმანეთს გაუმართავ სიტყვებს უსწორებდნენ.ეს პროცესი აქციას                                    

Комментариев нет:

Отправить комментарий