воскресенье, 17 ноября 2013 г.

       როგორც იქნა.......პრეზენტაციის დღე....ჩემს სტიქიაში ვარ......საკმაოდ სახალისოდ მომეჩვენა ჩემი პრეზენტირება.ჯგუფის წევრებმა საინტერესო ნამუშევრები წარმოადგინეს....ნინო ნასყიდაშვილი შეუდარებელია(საუკეთესო პროექტის ავტორია).
     ძალიან კი გადავიღალე ხანგრძლივი მუშაობით,მაგრამ მიხარია.ძალიან საინტერესო ტრენინგი იყო.პროგრამაში ჩადებული მასალა,დოკუმენტები დამეხმარება სხვა პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში.
  დიდი მადლობა ტრენინგის ორგანიზატორებს.მათ  საკრედიტო ქულის მოპოვების შანსი მომცეს.
    დიდი მადლობა მანანა მასწ.... ასეთი ენერგიული შრომისთვის.ძალიან მიყვარხართ.თქვენი დახმარებით ,,ჩავეხუტე'' კომპიუტერს ,ამიმაღლეთ თვითშეფასება და მომეცით სტიმული პროექტებით სწავლების.ყოველთვის მიხარია თქვენი მოსწავლეობა....მიყვარხართ.....
     გუშინ ძალიან დავიღალე და შეფასებას დღეს დავწერ.საკმაოდ შრომატევადი დღე იყო.დავახარისხეთ და მოვაწესრიგეთ დოკუმენტები.დავწერე ფასილიტაციის მასალები და მივაბი პროექტის გეგმას.
მოკლედ ხვალ დიდი დღეა,პრეზენტაციის დღე:)))

воскресенье, 10 ноября 2013 г.

       ძალიან კარგად ვგრძნობდი თავს,როცა ტრენერს ვეხმარებოდი(პრეზენტაციას ვაცნობდი ჯგუფს:)საინტერესო იყოს გარდნერის თეორიაზე მსჯელობა.ვისწავლე ,რა შეიძლება გავითვალისწინო აქტივობების დაგეგმვისას...
      ვისწავლე მოსწავლისთვის კითხვარის შედგენა და ატვირთვა-გაზიარება.საინტერესოა და ძალიან დამეხმარება სწორად მუშაობაში.

суббота, 9 ноября 2013 г.

      დღეს ნაყოფერად ვიმუშავეთ. ერთმანეთს გავუზიარეთ ჩვენი პრეზენტაციები და დავწერეთ კომენტარები.
  ასევე გავეცანით ნაშრომების  შეფასების ნიმუშებს.შევქმენით პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა. 

суббота, 2 ноября 2013 г.

       დღეს ბევრი ვიშრომე....ტვინის ჭყლეტის შემდეგ.....

 ჩამოვაყალიბეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები;
გავაკეთე პროექტის შეფასების დროის ჩარჩოს ცხრილი;
მოვამზადე პროექტის გეგმის პრეზენტაცია და ავტვირთე ბლოგზე.